თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან, სავარაუდო ძალადობის ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა

08:54 10-08-2019
156

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან, მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„#MeToo ასევე არის საქართველოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის,“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.