იცით რომელია ფ. მეფის გამზირი?(!)

00:01 10-08-2019
147

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი უცნაურ ფოტოს აქვეყნებს. ქუჩის აბრაზე ფ. მეფის გამზირია მითითებული. ალბათ, გამვლელ-გამომვლელსა და მკითხველს აბრაზე მითითებული მისამართი აბნევს...

რომელი მეფე უნდა იყოს მითითებული? ფარნავაზ მეფე. სოციალური ქსელის დაბნეული მომხმარებლები კი შემდეგ პოსტს აქვეყნებენ:

„ფარნავაზ მეფე (ძვ.წ. IV-III სს )
საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებლის, ანბანის გამავრცელებელი, ქართული მწიგნობრობის ფუძემდებელი. ცოტა არ იყოს და ტეხავს“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

დიდ დიღომში მდებარე ქუჩაზე უცნაური აბრით „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა და თბილისის მერიას მიმართა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ მისამართზე სილამაზის სალონი მდებარეობს და სავარაუდოდ, ეს აბრაც კერძო შეკვეთის „დამსახურებითაა“ ფარნავაზ მეფის გამზირზე N18-ში განთავსებული.

„პრაიმტაიმის“ დაინტერესების შემდეგ, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საბურთალოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ადგილზე გაუშვა და მათ მიერ დამზადებული აბრის ფოტო მოგვაწოდეს, რომელიც ასე გამოიყურება.