ჩემი ქმარი იარაღის მუქარით აიძულეს, რომ არაფერი ეთქვა, მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც მოკლავდნენ - დაკავებულის ცოლი

22:45 10-07-2019
676

დაკავებული გიორგი გეთაშვილის მეუღლე ლელა გეთაშვილი შსს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის ქმარს დავით მუმლაძე სახლიდან მოტყუებით არ გამოუყვანია. ლელა გეთაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გეთაშვილს თავად მუმლაძემ დაურეკა და მანქანით წაყვანა სთხოვა. 

,,ჩემს მეუღლეს ბრალს სდებენ, თითქოს მან მუმლაძე მოტყუებით გაიყვანა და წაიყვანა, 35 წლის კაცი საბავშვო ბაღის ბავშვი არ არის, რომ ვინმემ ხელი მოჰკიდოს და წაიყვანოს. ჩემმა ქმარმა ის მუხიანიდან გლდანში, მისივე თხოვნით გაიყვანა და როდესაც მანქანით შეჩერდნენ, მათ შავი ფერის „ბეემვედან“ პოლიციელების ფორმაში ჩაცმული პირები დაესხნენ თავს, ჩემი მეუღლის მეგობარი გაიტაცეს. თავად გიორგი კი იარაღის მუქარით აიძულეს, რომ არაფერი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც მოკლავდნენ, - აცხადებს ლელა გეთაშვილი.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი გეთაშვილს ბრალს 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენებისთვის ოფიციალურად წარუდგენენ.