2021 წელს თბილისი წიგნის მთავარი დედაქალაქი გახდება - იუნესკო

20:17 10-07-2019
28

2021 წელს თბილისი წიგნის მთავარი დედაქალაქი გახდება - ინფორმაცია იუნესკოს საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

საქართველოს წიგნის ასოციაციის წარმომადგენელი გვანცა ჯობავა ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„არაჩვეულებრივი ამბავია! 2021 წელს საქართველო წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება! იუნესკომ ეს-ესაა მოგვანიჭა ეს სტატუსი და ძალიან დაგვეხმარა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორია!

მთელი მსოფლიო ასოციაცია დიდი ტაშით გვილოცავს! მე კი ჩემი მხრივ ვულოცავ Ninia Matcharashvili-ს, არაჩვეულებრივ გოგოს და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები-ს და თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს ამ უდიდეს მიღწევას. უზომოდ მიხარია, რომ მათთან ერთად ჩვენც, გამომცემელთა ასოციაცია ამ დიდი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიქნებით! გილოცავთ ხალხო, არაფერი დაკარგული არაა, ჩვენი სექტორის წარმატება არსად დაკარგულა, ჩვენ ისევ წინ მივდივართ“, - წერს გვანცა ჯობავა.