კარდაშიანებმა შვილები ეჩმიაძინის ტაძარში მონათლეს (ვიდეო)

16:58 10-07-2019
91

ამერიკელმა ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა და მისმა დამ კორტნიმ შვილები სომხეთში ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში მონათლეს.

კიმ კარდაშიანი სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრესში (WCIT 2019) მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. კონგრესი დღეს გაიხსნა. კიმი სომხეთში ოთხ შვილთან, და კორტნისთან და მის სამ შვილთან ერთად ჩავიდა.