მამამ ახალშობილი ვაჟის გადასარჩენად საკუთარი ორგანო გაიღო - ინგლისელი მამა-შვილის ემოციური ისტორია

16:44 10-07-2019
179

39 წლის მეტ პრაისმა ახალშობილ ვაჟს საკუთარი ღვიძლის ნაწილი გადაუნერგა და ამით შვილის სიცოცხლე იხსნა.

შემთხვევა ლონდონში მოხდა.

ახალშობილ კალან პრაისს იშვიათი გენეტიკური დაავადება აღმოაჩნდა, რომლის გამოც, ბავშვის ორგანიზმი იწამლებოდა.

ბავშვის დაბადებისთანავე, ექიმებმა შენიშნეს, რომ მას სუნთქვა უჭირდა, თუმცა თავდაპირველად იფიქრეს, რომ ახალშობილს ფილტვებში სითხე ჰქონდა.

თუმცა დიაგნოზი მალევე შეიცვალა.

width=615

კალან პრაისი დაბადებიდან 4 დღეში კომაში ჩავარდა. მის მშობლებს, მეტ პრაისსა და 36 წლის დედას ექიმებმა დაავადების შესახებ აცნობეს და გააფრთხილეს, რომ ბავშვს შესაძლოა ერთი ღამეც არ ეცოცხლა.

„საავადმყოფოში იმის ფიქრით წავედით, რომ უკან ჯანმრთელი ახალშობილით დავბრუნდებოდით, თუმცა ოთხ დღეში კომაში ჩავარდა. თავდაპირველად სუნთქვის პრობლემა გვეგონა. დაიბადა თუ არა, 40 წუთრში ექიმებმა წაიყვანეს, შემდეგ კი უკან დაგვიბრუნეს და გვითხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. განგვიმარტეს, რომ რამდენიმე საათში უკეთ ისუნთქებდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა. გვითხრეს, რომ დილამდე ვერ იცოცხლებდა და გაგვაფრთხილეს, რომ ყველაზე უარესისთვის ვყოფილიყავით მზად,“- იხსენებს ბავშვის მამა.

გენეტიკური დაავადების გამო კალანის ტვინიც იწამლებოდა. ექიმებმა ბავშვი 5 თვის განმავლობაში საავადმყოფოში აცოცხლეს, შემდეგ კი მშობლებს განუმარტეს, რომ მათ შვილს ახალი ღვიძლი სჭირდებოდა.

მამამ გადაწყვიტა, რომ დონორის გამოჩენამდე არ დაეცადა და საკუთარი ღვიძლის ნაწილი გადაენერგა შვილისთვის. ექიმებმა მას აუხსნეს, რომ ამისათვის საჭირო იქნებოდა წონაში დაკლება, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაწევა და ალკოჰოლზე უარის თქმა.

მეტ პრაისმა ექიმების მითითებები ზედმიწევნით შეასრულა. მამა-შვილის ოპერაცია 1 თებერვალს, ლონდონში მდებარე King’s College-ის საავადმყოფოში ჩატარდა. კალანს მამამისის ღვიძლის 1/5 გადაუნერგეს.

წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მამა-შვილის პირველი შეხვედრა ემოციური იყო.

კალან პრაისი ახლა 17 თვისაა. იგი გადარჩა, თუმცა მთელი ცხოვრება მოუწევს წამლების დალევა და საავადმყოფოებში რეგულარულად სიარული. 

width=615

ავტორი: მარიამ გიგანი