აფთიაქიდან გამოსულს მანქანა აღარ დახვდა - რა მოხდა ორთაჭალაში

13:23 10-07-2019
589

ორთაჭალაში მოქალაქეს ქუჩიდან ავტომობილი გასტაცეს. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

მამაკაცმა ავტომობილი ქუჩაში გააჩერა, თვითონ კი აფთიაქში წამლის საყიდლად შევიდა. 5 წუთში უკან გამოსულს ავტომობილი აღარ დახვდა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, პოლიციელებმა მანქანა მოგვიანებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში უვნებელი იპოვნეს.

შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.