რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მანქანა დაიწვა

00:59 10-07-2019
203

რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მანქანა დაიწვა.  „მერსედესი“-ის მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

წყარო: „ინფო რუსთავი“