12 წლის ბიჭი დამალობანას თამაშის დროს გარდაიცვალა

23:45 10-06-2019
186

12 წლის ბიჭი გაგრაში დენის დარტყმის შედეგად დამალობანას თამაშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ე.წ. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დამალობანას თამაშის დროს მოზარდმა ელექტრო ქვესადგურში დამალვა გადაწყვიტა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილი არ აღმოჩნდა.  

აიაირას” ცნობით, მოზარდი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევას გაგრის ე.წ. რაიონული პროკურატურა იკვლევს.

„ამ ეტაპზე  ტრანსფორმატორზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა დგინდება. ელექტრო გადამცემი ჯიხური ღია იყო. პასუხისმგებელი პირის დადგენის​თანავე, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება”, – ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურორის თანაშემწემ დაურ ამიჩბამ განაცხადა.

მსგავსი შემთხვევა გასულ წელს სოხუმშიც მოხდა, იგივე ვითარებაში მოზარდი ნესტორ არშბა დაიღუპა. მაშინაც, ქვესადგური ღია აღმოჩნდა.