გამომძიებელმა დამიდასტურა, რომ ვიდეო კადრებში ჩანს, როგორი აღელვებული გავრბივარ - თოდაძე

21:41 10-06-2019
6327

თამთა თოდაძე უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან მასზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ბრალდებით მოექცა.

დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დღეს იყო და მან გამომძიებლისგან ძიების ახალ დეტალების შესახებგაიგო, რომელსაც თავად „პრაიმტაიმს“ უმხელს.

„გამომძიებლისგან დღეს გამოკითხვაზე მისულს მითხრეს, რომ სამსახურის მიმდებარე შენობებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებულია და დამიდასტურეს, რომ ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორი აღელვებული გავრბივარ სახლისკენ. იმედი მაქვს, გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავე დაისჯება“ - ამბობს თამთა თოდაძე.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე, რომელიც დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს სამართალდამცავებს მომხდარის დეტალები კიდევ ერთხელ გააცნო.

თოდაძის ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ გოგონას მიანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, ამ ფაქტიდან გასულია 1 კვირა, ამოღებულია მტკიცებულებები და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯიშკარიანისთვის ბრალი წარედგინათ. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

 

​​