როდის ელოდებიან გრიპის პიკს

13:01 10-06-2019
23

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

რეკომენდაციები უცვლელია - აცრები, პრევენციული ღონისძიებები და დროული რეაგირება.

ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვაქცინებს შემოიტანს, პიკური სეზონი კი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება.

ვაქცინაციის ფასები 3-დან 40 ლარამდე მერყეობს. რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კი, 100 000 ვაქცინას სახელმწიფო უფასოდ გამოყოფს.