ვისი იდეაა „შმაქსაობა“ ? - ჯაფარიძე განმარტებას აკეთებს

12:39 10-06-2019
353

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის” დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ბევრისთვის საინტერესო კითხვას სცემს პასუხს და იმ პირს ასახელებს, რომელმაც „შმაქსაობის” იდეა მოიფიქრა. 

ჯაფარიძის თქმით, იდეის სულისჩამდგმელი ამირან ტორონჯაძეა, რომელსაც ჯაფარიძე არ იცნობს.

„შმაქსიShmaxi-ზე ბევრგან შემხვდა, ვისი იდეა იყოო

მოკლე, მაგრამ სრულმასშტაბიანი გამოძიებით დადგინდა რომ იდეის მთავარი სულისჩამდგმელი ეს ადამიანია Amiran Toronjadze

აზრზე არ ვარ ვინაა, მაგრამ აქ Waffle მუშაობსო

კაქტუს.

პ.ს. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თუ მაინცდამაინც ვინმეს გინება მოგინდათ…” – წერს ზურა ჯაფარიძე.