თამუნა ლეკვეიშვილი ჟურნალისტების პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება

11:38 10-06-2019
90

კომიკოსი და „ვანოს შოუს“ გუნდის წევრი თამუნა ლეკვეიშვილი ჟურნალისტების პროკურატურაში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მთავრობა, რომელიც თვეში ორჯერ უწერს პრემიას საკუთარ თავს, პროკურატურაში იბარებს ჟურნალისტებს კერძო კომპანიაში აღებული პრემიისთვის“, - წერს ლეკვეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „რუსთავი2“-დან თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიყო. ამ აქმეზე უკვე გამოკითხა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, ხოლო გიორგი გაბუნიას საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს ელოდებიან.