„რობიკო სტურუას შეეძლო ყველასთვის ეყვირა, ყანჩელის გარდა“, - რას ჰყვება ზურაბ ყიფშიძე

19:39 10-05-2019
398

მე მხვდა წილად, განსაკუთრებით ბოლო წლებში მემეგობრა მასთან და თურმე არც ვიცნობდი წესიერად, - იხსენებს გია ყანჩელს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. ის ჰყვება, რომ კომპოზიტორი ზრდილი და მშვიდი ადამიანი იყო, თანაც ისეთი, რომ მასზე რობერტ სტურუაც ვერ ბრაზდებოდა.

„ადამიანი ვისზეც ხმას ვერ აიმაღლებდი. რობიკო სტურუას შეეძლო ყველასთვის ეყვირა მაგის გარდა. ზრდილი კაცი იყო მიუხედავად ასეთი ნიჭისა“, - აღნიშნა მსახიობმა.

გია ყანჩელი დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.