პროვოკაცია „ყარაბაღის“ მატჩზე - მოედანზე სომხეთის დროშიანი დრონი შეუშვეს (ვიდეო)

21:23 10-04-2019
97

ევროპა ლიგის მეორე ტურში, ლუქსემბურგში ადგილობრივი „დუდელანჟისა“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ შეხვედრისას დაუდგენელმა პირებმა მოედანზე სომხეთის დროშიანი დრონი შეუშვეს.

ფაქტის შედეგად შეხვედრა 25 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო. დრონის გამოჩენამ აზერბაიჯანელი ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია და მათ ბურთის გარტყმით დრონის ჩამოგდება სცადეს.

საბოლოოდ, შეხვედრა 25 წუთიანი პაუზის შემდეგ განახლდა, მატჩი კი აზერბაიჯანელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:4 დასრულდა.