ველოდები დაპატიმრების მოთხოვნას! - ნიკა გვარამია

18:59 10-04-2019
542

„მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას“, - ამ შინაარსის პოსტს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ცნობადი და გავლენიანი სახის, ნიუსის მეფის ზაალ უდუმაშვილისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის კურიერის (15-16-17-18% amr) მთავარი შემოქმედის, ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ნიუსავიკის და საავტორო შაბათის კურიერის ავტორი Nodar Meladzeთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამის, პოსტსკრიპტუმის (20% amr დაუწერია, რაც მეგაშოუს რეიტინგია) წამყვანის და ავტორისთვის, Giorgi Gabuniaსთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

რ2ის სუპერ წარმატებული მენეჯერის, როგორც ნიუსის ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსინგის, ასევე პროდაქშენის ხელმძღვანელობაში, ლეგენდარული ლაფერასთვის Giorgi Lapherashvili სამი ტყუპი შვილის შეძენის შემდეგ პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

მიდით. ვნახოთ აბა“, - წერს გვარამია.