„ვისაც ჩათვლი საჭიროდ რომ დახმარება სჭირდება დაეხმარეო“ - ჯანო ანანიძე ქალ ფეხბურთელს

14:51 10-04-2019
41

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების გოგონებებს საჩუქრად ბუცები გამოუგზავნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეხბურთელი ნინო სუთიძე წერს.

მისი თქმით ჯანო ანანიძის მხრიდან ეს დახმარების პირველი შემთხვევა არ არის. ანანიძე აქამდე გოგონას დაეხმარა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.

„ადამიანებს ხშირად უნდა შევახსენოთ პოზიტიური ამბები და მეც პატარა ისტორიას მოგიყვებით.

ჯანო, ერთი წლის უკან გავიცანი როცა ჩვენს ფეხბურთელ ნინის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

მან ”პირველი ეტაპი” სრულოად დაუფინანსა და დრო და დრო სულ მეხმიანებოდა,ნინის ამბებით გასაგებად.

ავტომაგურად ჩვენი, ქალთა ნაკრებითაც ინტერესდებოდა ხოლმე.

კეთილი ნებით მან საჩუქრად საკუთარი ბუცები გამომიგზავნა და მითხრა:

- “ვისაც ჩათვლი საჭიროდ რომ დახმარება სჭირდება დაეხმარეო.”

შეიძლება მისთვის ეს ბუცები არაფერს ნიშნავდეს მაგრამ, იშვიათია ადამიანი უანგაროდ გეხმარებოდეს და შენგან არაფერს ელოდეს.

პირველად არის ჩემს გარშემო ასეთი ისტორია და მიხარია რომ პირადად მე შემემთხვა , რადგან მაქვს საშვალება გავასაჯაროვო თემა რაც ნამდვილად სათქმელია საზოგადოებაში.

ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!“ - წერს ნინო სუთიძე