„რადიო თავისუფლებამ“ სააკაშვილი ჯვარზე „გააკრა“

12:47 10-04-2019
203

„რადიო თავისუფლება“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კვირის ფოტო-ილუსტრაციას აქვეყნებს, სადაც ასახულია ჯვარზე გაკრული მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ლურსმანს გიგა ბოკერია „აჭედებს“.

გამოცემა ამ შარჟით სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხაზს უსვამდა მის რელიგიურობას, ხოლო ყოფილ თანაგუნდელს გიგა ბოკერიას ანტიქრისტიანობასა და ქართული ტრადიეციების წინააღმდეგ ბრძოლაში სდებდა ბრალს.

width=600