მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს (ვიდეო)

12:34 10-04-2019
538

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს.

ვიდეო მამაკაცმა თავად ატვირთა, წარწერით – „რითაც შემიძლია, გეხმარებით გამრავლებაში“.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – ავტორმა მოგვიანებით გაავრცელა facebook პოსტი და განმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა და დაზიანებული პროდუქცია მან თავად შეიძინა. ამის დამადასტურებელი პროდუქციის ფოტო და შესყიდვის ქვითარიც წარადგინა.