ლევან ვასაძე ქართველ მორაგბეებს მიმართავს (ვიდეო)

10:32 10-04-2019
60

ფიჯისთან მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხის შემდეგ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც მან ქართველ ბორჯღალოსნებს მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის და სთხოვა, რომ იმ ადამიანების კრიტიკას არ მოუსმინონ, რომლებიც მატჩის წაგების შემდეგ მათ მუდმივად აკრიტიკებს.

„გული არ გაიტეხოთ იმ ე.წ გულშემატკივარზე ვისაც თქვენზე გული არ შეგტკივათ და აუგი თქვა თქვენზე სოციალურ ქსელში, ნუ გაბრაზდებით მათზე, თქვენზე მეტს ალბათ არავინ არ აკეთებს ჩვენს ქვეყანაში, თქვენზე უფრო არავინ განიცდის იმას, რაც მოხდა. ვინც არ იცის რას ნიშნავს, როდესაც ფიჯელებს თამაში წაუვათ, რა უნდა მოსთხოვოთ იმ ადამიანებს ვინც არ იცის ის თავდადება, ის სული, რომელიც დღეს თქვენ თამაშობდით. ჩემთვის პირადად და 99% ქართველისათვის ეს არაფერს ნიშნავს. ამდენი წელია ამ ჩვენს ჩამქრალ, ცრემლითა და ოფლით სავსე ქვეყანაში ლამის ერთადერთები ხართ ვისაც შეგხარით ჩვენი ერი და ვისაც ამდენჯერ გაგიხარებივართ. ეს ერთი მარცხი არაფერი არ არის ჩვენთვის!“ - თქვა ლევან ვასაძემ

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრები მე-3 ტურში ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 45-10 დამარცხდა. ბორჯღალოსნებს ამ მატჩი გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ, რადგან ორი მოგების შემთხვევაში ისინი 2023 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად კვალიფიცირდებოდნენ თუმცა ეს ასე არ მოხდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან გამართავს.