სააკაშვილი - მთლად არ მინდა აღმაშენებელს შევედარო, მაგრამ დავწვები და გადაიარონ ჩემზე

08:27 10-04-2019
544

მთლად არ მინდა დავით აღმაშენებელს შევადარო იმიტომ, რომ იქ დავდე ფიცი, მაგრამ იქ, ხომ ის არის, რომ ყველამ… გავწვები და გადაიარონ ჩემზე,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

„ყველას როლს და ადგილს მიუჩენს ქართველი ხალხი ღირსეულს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი თაობა პოლიტიკოსების, ისინი იქნებიან ვარსკვლავები. ეს ვარსკვლავები უკვე არსებობენ. თვალები უნდა გავახილოთ და დავინახავთ. ჩვენზე უკეთესადაც ლაპარაკობენ, აზროვნებენ…

მე ნათქვამი მაქვს რომ ვიქნები, ახლა მთლად არ მინდა დავით აღმაშენებელს შევედარო იმიტომ, რომ იქ დავდე ფიცი, მაგრამ იქ ხომ ის არის, რომ ყველამ… გავწვები და გადაიარონ ჩემზე, გადაიარონ ჩემზე, მე ვიყო ხიდი,“ -განაცხადა სააკაშვილმა.