ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბიშიმბნაევ

მსოფლიო 1714061605

ვინ არის ქალი, რომელიც მკვლელობის დღეს ბიშიმბაევთან მივიდა - რა წერილი მისწერა მან ბრალდებულს

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ბოლო ინფორმაციით, ყოფილი ჩინოვნიკის მიერ სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის საქმის საგნობრივი განხილვა დასრულდა. ახლა იწყება ადვოკატთა პაექრობა.იქამდე კი გეტყვით ქალზე, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია. გულნარა ნასირბეკოვა, არის ქალი, რომელიც მკვლელობის დღეს ბიშიმბაევთან მივიდა. ქალის თქმით, მასთან ბიშიმბაევს არაფერი სერიოზული არ ულაპარაკია. ირკვევა, რომ როდესაც გულნარა წამოვიდა, მალევე ბიშიმბაევს გაუგზავნა ყვავილების ფოტო, ტექსტით: „შენი სურნელი ყვავილებისას ჰგავს“ გულნარა ნასირბეკოვა თქვა, რომ ტექსტი, სხვისთვის უნდა გაეგზავნა. ვარაუდობენ, რომ  სწორედ ამ ქალმა გაიტანა სისხლიანი პერანგი, სკოჩი და სალტანატის ფეხსაცმელი სასტუმროდან.ამ ამბავს, სალტანატის ძმაც ეხმაურება და სწორედ ის ვარაუდობს, რომ ეს ქალიც საქმის ერთ-ერთი მონაწილეა. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

მაკა ზამბახიძე

ტაბლოიდი 1714061525

VIDEO: „ჩემი სულის და გულის მეგობარი…“ - მაკა ზამბახიძე მულს დაბადების დღეს ულოცავს

მაკა ზამბახიძე მეუღლის, მიხეილ ჩოხელის დას, ნათიას დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს.მულის მიმართ გამორჩეულ დამოკიდებულებას მაკა სიტყვებითაც გამოხატავს:„ჩემი უმაგრესი გოგო, ნათია, გილოცავ მე შენ დაბადების დღეს… მიყვარს ჩემი მული… ის ჩემი სულის და გულის მეგობარი… უსაყვარლესი, ნამდვილი, ერთგული გოგოა ჩემი ნათია  პ.ს. თან, ჩემი საყვარელი ზოდიაქოს ნიშანია – კურო“. 

ბუკა

საზოგადოება 1714061326

„ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი“ – ბუკა თოლორდავა

კოტე თოლორდავას და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი, ბუკა თოლორდავა თავადაც მსახიობია. ბუკა პოპულარულ სერიალში „ცვალებადი ნიშნები“-ს მთავარ როლში თამაშობს. ამის შესახებ მან იმედის გადაცემაში ისაუბრა:„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი, ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ, დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი.“მან, ასევე დედისადმი ურთიერთობაზე ისაუბრა, როგორც თავად აღნიშნავს მისთვის პირველი ადამიანი დედაა:„პირველი ადამიანი, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“წყარო: Okmagazine

რომის პაპთან სტუმრობის პროტოკოლი

მსოფლიო 1714061161

ვინ არის 7 ქალი, ვისაც რომის პაპთან თეთრ კაბაში გამოჩენა შეუძლია

რომის პაპთან შეხვედრა ეტიკეტის უამრავ წესს  და ვალდებულებას მოიცავს. მაგალითად, მსოფლიოში მხოლოდ შვიდ ქალს შეუძლია პაპთან შეხვედრისას თეთრი კაბა ჩაიცვას, დანარჩენებს ეს კატეგორიულად ეკრძალებათ.მრავალსაუკუნოვანი პროტოკოლის თანახმად, რომის პაპთან შეხვედრის დროს მამაკაცი შავ პიჯაკსა და კლასიკურ, შავ ჰალსტუხში გამოწყობილი უნდა იყოს, ქალს კი შავი, გრძელსახელოებიანი კაბა უნდა ეცვას და შავი თავსაბურავი ეხუროს, რომელიც თავსა და მხრებს დაფარავს.რატომ შავი? ითვლება, რომ ეს ფერი სიმდაბლისა და ღვთისმოსაობის სიმბოლოა, ამიტომ პაპთან შეხვედრისთვის ყველაზე შესაფერისია. ამასთან, სასურველია, ქალმა სამკაულებიდან მხოლოდ ყელსაბამი შეიბას. ვარცხნილობაც მოკრძალებული უნდა იყოს. გრძელი თმის მქონე ქალებისთვის აუცილებელია აწეული თმა.ისტორიის მანძილზე სულ რამდენიმე ქალია, ვისაც განსაკუთრებული სტატუსი უფლებას აძლევდა, რომ პაპთან დრეს-კოდისთვის გვერდის ავლით, თეთრი სამოსით გამოცხადებულიყო.„თეთრი პრივილეგიით“ სარგებლობლობის უფლება მხოლოდ უმაღლესი რანგის კათოლიკე მონარქებს და მათ მეუღლეებს ჰქონდათ.აღსანიშნავია, რომ იშვიათ შემთხვევებში ადამიანს ამ პრივილეგიის მიღება შემოწირულობის გზით შეუძლია, რომლის ოდენობა, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია.ვინ არის 7 ქალი, ვისაც რომის პაპთან თეთრ კაბაში გამოჩენა შეუძლია7. ნეაპოლის პრინცესა მარინანეაპოლის პრინცესა მარინა და მისი ვაჟი, პრინცი ემანუელ ფილიბერტო სავოია მიესალმნენ რომის პაპ იოანე პავლე II-ს წმინდა პეტრეს მოედანზე 2003 წლის 18 მაისს, წმინდანად შერაცხვის ცერემონიის დროს. ნეაპოლის პრინცესა მარინა „თეთრი პრივილეგიით“ სარგებლობს, როგორც სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი.6. ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია მარია ტერეზალუქსემბურგის დიდმა ჰერცოგინიამ თავისი უპირატესობით 2016 წელს ისარგებლა, როდესაც მეუღლესთან, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან ერთად ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკის სანახავად ჩავიდა.5. ბელგიის დედოფალი მატილდაბელგიის დედოფალი „საპატიო შვიდეულის“ წევრია. 2015 წელს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ, ბელგიის მეფე ფილიპმა რომის პაპის, ფრანცისკეს მონახულება გადაწყვიტეს, მატილდამ ვიზიტისთვის ელეგანტური თეთრი კაბა შეარჩია.4. ესპანეთის დედოფალი სოფიაგანსაკუთრებული უფლებით ესპანეთის ყოფილი დედოფალი სოფიაც სარგებლობდა. 2014 წელს ის, თავისი მეუღლის, ესპანეთის მეფე ჯონ ჩარლზ I-ის გვერდით, რომის პაპ ფრანცისკეს ქათქათა თეთრ სამოსში შეხვდა.3. ბელგიის დედოფალი პაოლაბელგიის დედოფალი პაოლა რომის პაპს ბევრჯერ შეხვდა, თუმცა „თეთრი პრივილეგია“ მხოლოდ რამდენჯერმე ისარგებლა. მაგალითად, 2014 წელს, რომის პაპ ფრანცისკესთან მიღებაზე მას თეთრი კაბა ეცვა და მაქმანებიანი თავსაბურავი ეხურა.2. მონაკოს პრინცესა შარლენ ვიტსტოკიმონაკოს პრინცესა შარლინი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, ვისაც პაპთან აუდიენციისთვის თეთრი სამოსის შერჩევა შეუძლია და ამ შესაძლებლობით 2016 წელს ისარგებლა.1. ესპანეთის დედოფალი ლეტიციაესპანეთის დედოფალმა „თეთრი პრივილეგიით“ 2014 წელს ისარგებლა, როდესაც, მეუღლესთან ერთად, რომის პაპი ფრანცისკე მოინახულა. წყარო

სტეფანე

ტაბლოიდი 1714060880

VIDEO: „ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ ჩემი და მიხდიდა შუქის ფულს...“ - სტეფანე

დათო გორგილაძესთან ინტერვიუში სტეფანემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ფინანსური პრობლემები შეექმნა 2015 წლის შემდეგ:„ბოლოს ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონემდე, რომ შუქის ფულს ვერ ვიხდიდი და ჩემი და მიხდიდა… ისეთი გიჟი ვიყავი, რომ „მერსედესის“ ბოლო გამოშვება ვიყიდე. მარტო მე მყავდა ეს მოდელი. მქონდა დაგროვებული რაღაც ფული და მერე შუქის ფულს ვერ ვიხდიდი.2015 წელი იყო და ზუსტად 20 ლარი მქონდა, ჩემი შვილი მაშინ იყო 7 წლის, რაღაც მთხოვა, ვუყიდე და ბენზინის ფული არ მქონდა. ეგ იყო და ეგ, როცა ტვინი გადამიტრიალდა. გავყიდე ახალი მანქანა ნახევარ ფასად, ამით გავარემონტეთ მაიას აპარტამენტები ლესელიძის ქუჩაზე, რომელსაც ვაქირავებდით, მე და მაიამ ჰოსტებად გავატარეთ ეს პერიოდი.ჩემს თავს ვუთხარი, რა შემეძლო მეკეთებინა და დავუბრუნდი მუსიკას. ამიტომ ვისაც ჰგონია, რომ ფულის დაგროვება შემიძლია, ასე არ არის…“