ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

14:16 10-03-2019
41

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს რომ ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც წყალქვეშა სამხედრო ხომალდიდან გაისროლა.

იმ ფაქტთან შედარებით, რომ ამ დრომდე ოფიციალური ფხენიანი მოკლე მანძილიან რაკეტებს ცდიდა, ახალი სარაკეტო ცდა ვითარების მწვავე ესკლაციად შეფასდა.

რაკეტა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია, უკვე რიგით მეთერთმეტეა, რაც ჩრდილოეთ კორეამ წელს გამოსცადა.

წინამორბედი რაკეტებისგან განსხვავებით, მისი გასროლა წყალვეშა ხომალდიდან არის შესაძლებელი.

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტამ დაახლოებით 450კმ-ის მანძილზე იფრინა, სიმაღლით კი 910კმ-ს მიაღწია, შემდეგ კი იაპონიის ზღვაში ჩაეშვა.

ამ მონაცემების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულ რაკეტას, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორჯერ მაღლა აფრენა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ახალი ტიპის რაკეტა შექმნილია „გარე საფრთხეების შესაკავებლად და თავდაცვის გასაძლიერებლად“.

ავტორი: მარიამ გიგანი