„ჯორჯიან მანგანეზმა“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი 8 ახალი უნივერსალური და კომბინირებული ავტომანქანა შეიძინა

13:38 10-03-2019
14

„ჯორჯიან მანგანეზმა“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი 8 ახალი უნივერსალური და კომბინირებული ავტომანქანა შეიძინა. აქედან 4 მანქანა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, დანარჩენი კი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გადაეცა.

ისინი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევიან. მათი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ქუჩების რეცხვა და მორწყვა, ასევე მათი გამოყენება გზის საფარის თოვლისგან გასაწმენდად, მცენარეებისა და გაზონების მოსარწყავად და სხვა.

ავტომანქანები, ორივე მუნიციპალიტეტის ქალაქს, ყოველდღიურად, დილის 04:00 საათიდან 10:00 საათამდე, დაასუფთავებენ.