მსოფლიო რეიტინგში საქართველო ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით დაწინაურდა - ნათია თურნავა

11:06 10-03-2019
25

„ამ დღეებში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეიტინგის მიუხედავად, ამ სფეროში გარკვეული რესურსები გასაუმჯობესებელია.

„ამ დღეებში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკი ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ 183 მსოფლიო ქვეყანას შორის ჩვენ 18 ადგილზე ვართ. ეს არის კორუფციასთან ბროლის გაზრდილი ხარისხი, გამჭვირვალობა, მარტივი რეგულაციები, თუმცა აქაც არის გარკვეული რესურსები, რომლებიც შეგვიძლია გავაუმჯობესოთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ვხედავთ როგორ ეფექტურად იყენებს ამ ბერკეტს. ეკონომიკა და ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია, ეს არის სხვა ორგანოების კონტრიბუციაც. ჩვენი მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაც არის ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი წინაპირობა. ეკონომიკის თვალსაზრისით ჩვენ არ მივდივართ ცუდად, მაგრამ, მე პირადად, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.