გახარია: ვიწყებთ ბიზნესთან შეხვედრებს, ჩვენს ეკონომიკას 700 მილიონი სავალუტო რესურსი უნდა მიეწოდოს

10:42 10-03-2019
124

მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციებისა და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობიდან.

„ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რადგან ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოეს პერიოდში, შემდგომი კვირისთვის და ყველამ ერთად, ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.