გერმანიის ავტობანზე პოლიციამ ცირკიდან გაქცეული ზებრა მოკლა

08:56 10-03-2019
272

გერმანიაში ცირკიდან გაქცეულმა ზებრამ საავტომობილო გზებზე საცობი შექმნა, რამაც ქაოსი გამოიწვია.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ცხოველმა საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა და ავტოავარიის მიზეზიც კი გახდა, რის გამოც პოლიციამ მას ესროლა.

არსებული ცნობით, ცირკიდან კიდევ ერთი ზებრა გაიქცა.