დიზაინერ დემნა გვასალიას ფანების გვერდმა, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კითხვას „რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????“ უპასუხა.
„მშვენივრად გამოიყურებით ქალბატონო პრეზიდენტო““, - უპასუხეს ფანებმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირად facebook-ზე Balenciaga-ს ახალი კოლექციის ფოტოები გააზიარა და კითხვა დასვა: რომელი ჩაიცვას?
„რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????“, - დაწერა პრეზიდენტმა.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს და პროტოკოლის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი. სავარაუდოდ, პოსტიც ამას ეხება.