თავდასხმა საგუშაგოებზე - მალიში 25 სამხედრო დაიღუპა

12:28 10-02-2019
62

მალის რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალების ორ საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 ჯარისკაცი. 60-ზე მეტი სამხედრო პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

თავდასხმა ბურკინა-ფასოს საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ბანაკებზე განხორციელდა.

მალის შეიარაღებულმა ძალებმა ბურკინა-ფასოსთან და რეგიონში განლაგებულ ფრანგ სამხედროებთან ერთად ერთობლივი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მალის ხელისუფლება ჯიჰადისტებს აკისრებს და ოპერაციის სამიზნეც სწორედ ისლამისტი სამხედროები არიან.

ბურკინა-ფასოს, მალის, ჩადის, ნიგერის და მავრიტანიის მთავრობების განცხადებით, თავდასხმებს დაჯგუფება “ანსარულ ისლამ“ ახორციელებს.

ავტორი: მარიამ გიგანი