უკრაინული საბავშვო “ვოისის” გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს

12:39 10-01-2019
360

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსიკალური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

უკრაინული “ვოისის” გამარჯვებული ქართველი მომღერალი, რამდენიმე ხნის წინ, ჰოლივუდში მიიწვიეს.

უნიჭიერესი მომღერლის წარმატებები, სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. უკრაინულ “ვოისში” გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრემ კარნეგი ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი, ჰოლივუდში მიიწვიეს.

ალექსანდრე, ასევე მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ არხზე „NBC“გადაცემაში “Little Big Shots”, რომელიც ტოპ 5-შია მოხვედრილი. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ამ გადაცემის სტუმარი იქნება.

გადაცემაში მონაწილეობას იღებენ, მხოლოდ ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდები.

შეგახსენებთ რომ, ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა, უკრაინული საბავშვო “ვოისის” ჟიური ატირა. მუსიკალური შოუს მეხუთე სეზონში, ქართველმა მომღერალმა, ბრმა მოსმენაზე სელინ დიონის ერთ-ერთი ჰიტი - „All by myself” შეასრულა, ჟიურის ყველა წევრი შემოაბრუნა და მათი აცრემლებაც შეძლო.

ალექსანდრემ ჟიურისთვის ქართული სიმღერა “ლალეც” შეასრულა და უკრაინელებს,  კიდევ უფრო აუჩუყა გული.

ავტორი: რუსა ღვანიძე