გრიპის სეზონური აცრები იწყება

22:22 09-30-2019
37

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონური ვაქცინაცია 1 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი.

აცრა ინფლუვაკით წარმოებს, ეს არის სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც იცავს 2 A და 1 B ვირუსისგან. ვაქცინაციის ფასი 35 ლარია.

ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყება.