ვალერი გელბახიანის ვაჟი დაქორწინდა

19:18 09-29-2019
28320

ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელბახიანის ვაჟი გიორგი გელბახიანი დაქორწინდა. შაბათს ოჯახმა გრანდიოზული ქორწილი საჩხერეში გადაიხადა.

ქორწილში მიწვეულები იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ცერემონიას  მარტვილელი მეუფე პეტრე ცაავაც ესწრებოდა.

ვალერი გელბახიანი ორი მოწვევის პარლამენტარია.