ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713562849

„ისინი მზად არიან გაწირონ საკუთარი თავი სხვების სასარგებლოდ“ - ზოდიაქოს ყველაზე მზრუნველი ნიშნები

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებთან ერთად თავს ყველაზე სასიამოვნოდ და კომფორტულად იგრძნობთ. ისინი ყოველთვის ზრუნავენ საყვარელ ადამიანებზე და ანიჭებენ მათ უსაფრთხოების განცდას. საუბარია კირჩხიბებზე, თევზებსა და ქალწულებზე.კირჩხიბიკირჩხიბები ცნობილია უკიდურესად ემოციური, მგრძნობიარე და მზრუნველი ხასიათით. მათ შეუძლიათ შეიგრძნონ თავიანთი საყვარელი ადამიანების ემოციური მდგომარეობის უმცირესი ცვლილებებიც კი და დროულად და პასუხისმგებლობით უპასუხონ მათ. წყლის ეს ნიშნები ცნობილია თანაგრძნობისა და გაგების ღრმა უნარით.მათ შეუძლიათ ჩაეფლონ სხვა ადამიანების გრძნობებში და იგრძნონ მათი სიხარული, მწუხარება და წუხილი, ყოველთვის ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ მათი კომფორტისთვის. კირჩხიბებს ეძღვნებათ ოჯახური ჰარმონია და სახლში თბილი ატმოსფერო. კირჩხიბებისთვის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთდახმარება და კავშირი მათი ცხოვრების მთავარი კომპონენტია.თევზითევზები ნამდვილი ემპათები არიან, რომლებიც უსიტყვოდ გრძნობენ სხვა ადამიანების საჭიროებებსა და გრძნობებს. ისინი მზად არიან გაწირონ საკუთარი თავი სხვების სასარგებლოდ და ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობებს სხვების დასახმარებლად. მათ შეუძლიათ დაინახონ სამყაროში სილამაზე და სიკეთე, თუნდაც ყველაზე რთულ სიტუაციებში. ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა შეუძლიათ სხვებისთვის სიხარული და მხარდაჭერა.თევზები ქმნიან ურთიერთგაგებისა და ურთიერთდახმარების ატმოსფეროს ნებისმიერ გუნდსა თუ ოჯახურ წრეში. ისინი ხელს უწყობენ ჰარმონიული ურთიერთობების განვითარებას და ეხმარებიან კონფლიქტების მოგვარებას. მათი თანაგრძნობის წყალობით, თევზები შეიძლება იყვნენ შესანიშნავი მრჩევლები და მსმენელები. ისინი ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ სხვა ადამიანს და დახმარება გაუწიონ რთულ დროს. ქალწულიქალწულები პასუხისმგებელი პიროვნებები არიან. ისინი გამოირჩევიან ყურადღებით დაგეგმვისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარით. დედამიწის ეს ნიშნები ყოველთვის ამჩნევენ მცირე დეტალებს და ბევრს მუშაობენ ნებისმიერი ნაკლოვანების გამოსასწორებლად. ქალწულები დიდ ყურადღებას აქცევენ საყვარელი ადამიანების კეთილდღეობას. ისინი მზად არიან აიღონ ნებისმიერი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ ოჯახის კომფორტი და სიმყუდროვე.

თიკა მახალდიანი დედასთან ერთად

ტაბლოიდი 1713562753

თიკა მახალდიანი ტრაგიკულად დაღუპულ დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თიკა მახალდიანის დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. მომღერალი დედის ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს: „ჩემი ანგელოზი, 4 წელი“.ცნობისთვის, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, თამარ ანთელავა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე ბინის ერთ-ერთ ოთახში მოხუც დედასთან ერთად იყო.50 წლის ქალი მუხლებზე ლეპტოპით დივანზე იჯდა, როდესაც აივნის ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია კეფაში მოხვდა. უცნაურ ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

ყიფშიძე

საზოგადოება 1713562645

„კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ...“ - ვინ არის ლენუკა ყიფშიძის უსიმპათიურესი ვაჟი, რომელსაც ცნობილ ბაბუას ამსგავსებენ

მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე შვილთან ერთ-ერთ დილის გადაცემას სტუმრობდა. ნიკუშა ნინუა ეკრანზე იშვიათად ჩნდება და ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მის შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია.„23 წლის ვარ, კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ. ცხოვრებაში სულ მეკითხებოდნენ, მსახიობობაზე ვფიქრობდი თუ არა. ოჯახიდან გამომდინარე, სულ მესმოდა ეს კითხვა, მაგრამ სცენაზე ყოფნა და საჯაროდ გამოჩენა, ჩემი ინტერესი არ არის, მაგრამ თუ დედა მთხოვს, რომ სადმე ინტერვიუსთვის გავყვე, აუცილებლად შევუსრულებ.ბებია (დედის დედა) ჩემთვის დედასავით იყო. როგორც ლენუკასთან ვარ, ასე ვიყავი ბებიასთანაც. ბაბუა ყველაზე მეტად მათამამებდა. არ არსებობდა, რამე მეთხოვა და არ შეესრულებინა. ყველა რომ ჩემ წინააღმდეგ ყოფილიყო, ბაბუა ჩემკენ იქნებოდა. ძალიან ვაფასებ ბაბუას და ძალიან მიყვარს. ბაბუს და ბებოს მე და ნატალია სულ დავყავდით სასეირნოდ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, გადაღებებსა და რეპეტიციებზეც. როცა ერთი წუთი მაინც გამოუჩნდებოდა, გამოდიოდა და ჩვენთან ერთად იყო.ნატალიასა და ჩემ შორის მცირე სხვაობაა ასაკში. ყველაფერს მიყვება ხოლმე, მეც ვუყვები, ერთად გავიზარდეთ. დედასთან ერთად თავისუფალ დროს გარეთ გავდივარ საჭმელად, ძაღლის გასასეირნებლად", - ამბობს ნიკუშა ნინუა.

ხატია

ტაბლოიდი 1713562354

„საუკეთესო დედა“ - ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში

ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში პარიზში გამართული კონცერტის კადრებს გვიზიარებს.პიანისტი შვილთან ერთად პოზირებს და დედა-შვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან.,,საოცარი დედა და უნიჭიერესი პიანისტი”…,,ულამაზესი დედა-შვილი”, – ვკითხულობთ კომენტარებში.            Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713562169

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 აპრილს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.