ვფიქრობ, ყველა კოლექციაში მქონდეს რაღაც, რაც ხელმისაწვდომი იქნება - დემნა გვასალია

10:28 09-28-2019
25

ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ამბობს, რომ მის ტანსაცმელს ფასის გამო მისი მეგობრებიც ვერ ყიდულობენ.

„ვიცი, რომ ძვირია და ყველას არ შეუძლია შეძენა. ხშირად ჩემი მეგობრებიც ვერ ყიდულობენ. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველა კოლექციაში მქონდეს რაღაც, რაც ხელმისაწვდომი იქნება. მაგალითად ჩვენი პოპულარული წვიმის ქურთუკი, რომელიც 150 ევრო ღირდა. ყველგან ვხედავდი, ყველას ეცვა, რადგან ხელმისაწვდომი იყო - დაწერა გვასალიამ სოციალურ ქსელში.