„მთავარი არხის“ მეწილე ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისი შვილი გახდა

21:17 09-26-2019
3593

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუას შემდეგ, ნიკა რურუას ქალიშვილი, მარი ანა რურუა  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააჟღერა.

„ვაგრძელებთ წარმატებების ისტორიას, კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერით:

კვლავ 2.5% გაიყიდა. ამჯერად, მყიდველი ჩვენი ფანტასტიური კაცის, ყველას რომ გვაკლია, აი იმის - ნიკა რურუას ქალიშვილი მარი ანა რურუაა. აშშ-ს მოქალაქე, სხვათა შორის. გამყიდველს ისევ არაფერი, კომპანიას ისევ 250.000$“, - წერს ნიკა გვარამია.