მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარეში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

16:50 09-24-2019
20

მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარეში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მაჭახელას ეროვნული პარკი ავრცელებს.

„მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ველურ ბუნებაში შველი გაუშვეს.

მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა. შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, მისი ბუნებაში გაშვების გადაწვეტილება მიიღეს“ , - ნათქვამია მაჭახელას ეროვნული პარკის განცხადებაში.