თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან პირველკლასელი გაეპარათ

16:56 09-23-2019
1154

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პირველკლასელი სკოლიდან გაიპარა. ინფორმაცია ამის შესახებ edu.aris.ge-მ გამოაქვეყნა.

როგორც edu.aris.ge-ი წერს, გაკვეთილების შემდეგ ბავშვის გამოსაყვანად მისულ ბებიას შვილიშვილი  კლასში არ დახვდა. ძებნის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მოსწავლე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მეზობელმა იპოვა.

ბავშვის ბებიის თქმით, სკოლის დირექცია მომხდარს მშობლების არაკომპეტენტურობით ხსნის და აცხადებს, რომ სასწავლო წლის პირველ კვირას მსაგავსი რამ შესაძლოა მოხდეს, ამიტომ მშობლებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

„მომხდარის შემდეგ მშობლები შოკში იყვნენ, ცალკე ბებია, რომელმაც მიაკითხა წამოსაყვანად და ბავშვი კლასში არ დახვდა. არც დამრიგებელმა და არც დირექციამ არ იცოდა სად იყო. აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ისე გაიპარა, არავის დაუნახავს, მივიდა სახლთან, რომელიც სკოლიდან საკმაოდ მოშორებულია, ჩანთა იქვე მაღაზიასთან დაუტოვებია და შემთხვვით მეზობელმა ნახა ბავშვი. სკოლის დირექტორმა მომხდარი მშობლების არაკომპეტენტურობით  ახსნა და გვითხრა, რომ პირველკლასელმა შეიძლება ასეთი რამ გააკეთოს, თუმცა დაგვპირდა რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. ბავშვი იმავე სკოლაში აგრძელებს სიარულს“, – აცხადებსჩვენთან საუბარში პირველკლასელის მეორე ბებია.