დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს. ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები და ყელსაბამები.
ბრენდს Tsikolia ერქმევა. დიზაინერის ახალ იდეაზე bm.ge-მ დაწერა.
„ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - ამბობს დიზაინერი.