რუსთავქალაქობისთვის დაგეგმილი კონცერტი  21 სექტემბრის ნაცვლად 22-ში გაიმართება

22:48 09-20-2019
13

რუსთავქალაქობის ფარგლებში, 21 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებები 22 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს, ამის მიზეზი კი გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებია, რომლის თანახმად, 21 სექტემბერს, რუსთავში, ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.

„გამომდინარე იქედან, რომ პროგრამის მიხედვით, 21 სექტემბრისთვის ეთნოფესტივალის გამართვა, ღია ცის ქვეშ, რუსთავის ცენტრალურ პარკში იყო გათვალისწინებული, იძულებულები ვართ, 21 სექტემბრისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, ჩავატაროთ 22 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ პარკში“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი