„სირცხვილიას“ 93 დღიანი აქცია დასრულდა

22:28 09-20-2019
33

რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ 93 დღიანი აქცია დასრულდა.

ორგანიზატორებმა სამომავლო გეგმა წარადგინეს.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები უჩვენეს და განაცხადეს, რომ ყოველი თვის 20 რიცხვში აქციას გამართავენ და ეს 2020 წლის არჩევნებამდე გაგრძელდება.

ამასთან, იქნებიან ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ და არ მისცემენ მშვიდად ყოფნის საშუალებას.