ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

პოლიტიკა 1711719702

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რასაც შედეგად უკვე მოყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა.ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ ელჩის მიმართ მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის.საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ქორწილი საავადმყოფოში

მსოფლიო 1711719660

ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია, მომაკვდავი მამის თხოვნით, კლინიკის რეანიმაციაში გამართა

წყვილი, პატარძლის მომაკვდავი მამის თხოვნით, საავადმყოფოში დაქორწინდა. მიშელ ავილამ და ანტონიო მორენომ დაქორწინება დააჩქარეს, რადგან პატარძლის მამამ აღიარა, რომ ქალიშვილის გათხოვება მისი უკანასკნელი ოცნება იყო. ის თებერვლიდან კლინიკაში იწვა საშიში გართულებებით და მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდებოდა.საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, წყვილმა ლამაზად გააფორმა ოთახი, სადაც მამა იწვა და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია გამართა. "ის ბედნიერი იყო, ამას მისი თვალები ამბობდნენ. ყველას მადლობა გადაუხადა იმ ლამაწი წუთების ჩუქებისთვის. მეორე დილითაც კი ექიმებს და ექთნებს ისევ მადლობას უხდიდა და იმეორებდა, როგორი მადლიერი იყო, რომ ის მომენტი ოჯახთან ერთად გაატარა" - ამბობს პატარძალი.ამ ლამაზი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ 65 წლის ხოსე ანტონიო ავილა გარდაიცვალა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პორტსმუტის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო)   ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საზოგადოება 1711719560

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პორტსმუტის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პორტსმუტის უნივერსიტეტს (გაერთიანებული სამეფო) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ფარესიშვილმა და პორტსმუტის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციური სერვისების დირექტორმა - სარა დაკერინგმა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა მათი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკური დანაშაულისა და სხვა რელევანტური დანაშაულების სფეროში სამომავლო კვლევითი პროექტების მიმოხილვა,  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ ფუნქციონირებას, პრევენციას, გამოძიებას და გამოვლენას; სამსახურის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსების ორგანიზებისა და მათი განხორციელების შესაძლებლობები - დისტანციური სწავლებისა და კამპუსში სწავლების ჩათვლით; ასევე, ერთობლივი სპეციალიზებული კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა და განვითარება.აღსანიშნავია, რომ პორტსმუტის უნივერსიტეტი წარმოადგენს პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც საგამოძიებო სამსახურმა პროფესიული პარტნიორობა დაამყარა არსებობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე. საგამოძიებო სამსახური კონცენტრირებული იქნება პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრთან (CCEC) მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა სპეციფიური სასწავლო კურსების მეშვეობით, ფასეული გამოცდილებით და ღირებული ცოდნით, გააუმჯობესოს თავისი გამომძიებლების და შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაცია, ასევე გააძლიეროს კვლევის, სწავლების და ინოვაციური უნარ-ჩვევები აღნიშნულ სფეროებში.უახლოეს მომავალში განისაზღვრება კონკრეტული აქტივობები შესაბამის სფეროებში, მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1711719423

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს - გია აბაშიძე

კონსტიტუციის დამრღვევი "პრეზიდენტი" ზურაბიშვილი, რომელიც "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად ნულია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.აბაშიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, თუმცა, მისი დესტრუქციული ქმედებები განეიტრალდება."დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა. კონსტიტუციის დამრღვევი "პრეზიდენტი" ზურაბიშვილი, რომელიც "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად 0-ია.წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები "გაყალბებულად" გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით." - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1711719240

„მათი მტრობა და ბასრი ენა საშინელ მოწინააღმდეგეებად აქცევთ“ - ზოდიაქოს ყველაზე საშიში ნიშანები

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის საოცარი გარდასახვა აქვს. აქვე გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებას, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, რატომ უნდა ერიდოთ მათ:მორიელიმორიელები ხშირად ლიდერობენ სიაში სახიფათო ზოდიაქოს ნიშნების განხილვისას. ისინი ცნობილები არიან თავიანთი ენერგიით, აქვთ ღრმა ემოციური და სულიერი სიღრმე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ამაღელვებელი, ასევე, დამთრგუნველი. ისინი წარმოუდგენლად ლოიალურები და ვნებიანები არიან, რაც მათ კარგ მეგობრებად და პარტნიორებად აქცევთ. თუმცა, თუ მათ გზას გადაკვეთავთ, მათმა “ნაკბენმა” შეიძლება ხანგრძლივი შთაბეჭდილება მოახდინოს. მათი მტრობა და ბასრი ენა საშინელ მოწინააღმდეგეებად აქცევთ. მორიელების გაგება ნიშნავს მათი სირთულის მიღებას და ძლიერი ემოციური ბუნების აღიარებას.ვერძივერძი ცნობილია თავისი ცეცხლოვანი ენერგიით, გამბედაობით. ეს ნიშანი არ უშინდება გამოწვევებს, რაც მათ განსაკუთრებულ ლიდერებად აქცევთ. თუმცა მათმა იმპულსურმა ბუნებამ და მიდრეკილებამ შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და საკმაოდ საშიშიც გახადოს. იმისთვის, რომ ვერძთან საერთო ენა გამონახოთ, აღფრთოვანებული უნდა იყოთ მისი გამბედაობით. თხის რქათხის რქები ხშირად ითვლებიან ზოდიაქოს მთავარ მუშაკებად, მიზნების მისაღწევად დაუნდობელი სწრაფვით. ეს დედამიწის ნიშანი მოწესრიგებული და პრაქტიკულია, მაგრამ მისი ამბიცია ზოგჯერ შეიძლება გადაიზარდოს დაუნდობლობაში. თხის რქები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი მწვერვალზე ასასვლელად, რაც მათ პოტენციურად საშიშს ხდის, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში. თხის რქების გაგება მოითხოვს მათი თავდადების და პასუხისმგებლობის დაფასებას. ვრცლად