შვილების პორნოგრაფიაში ჩართვაზე ინფორმაცია მხოლოდ დედებს ჰქონდათ - სად არიან ახლა მოზარდები

17:42 09-20-2019
1491

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პორნოგრაფიაში ჩართული მოზარდები ამ დროისთვის თავიანთ სახლებში მამებთან ერთად იმყოფებიან.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მოზარდების მამები არ იყვნენ ინფორმირებული, რომ  მათ შვილებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს უღებდნენ და შემდეგ  მასალებს უცხოეთში ყიდდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რომ ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვებს ალტერნატიული საცხოვრებლითა და მზრუნველით უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში,  მშობლების თანხმობით,  ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე დაკავებულია 9 საქართველოს და 2 უცხოეთის მოქალაქე.

ავტორი : თამარ ბუჩუკური