ქუთაისის რეაბილიტირებულ სკოლაში, მოსწავლეებს ფარდების შესაძენად 20-20 ლარს სთხოვენ

15:10 09-20-2019
32

ქუთასის საჯარო სკოლებში, მოსწავლეებიდან, ფულის შეგროვების ტრადიცია გრძელდება.

ამ ფაქტის შესახებ, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო „Topnews.com.ge“-თან, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ნინი თვალავაძე საუბრობს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი რეაბილიტირებული - ქუთაისის მე-13 -ე სააჯრო სკოლაა, სადაც ფარდების ფულს, ფარულად კრებენ და მოსწავლეებს, კლასების მიხედვით, 20-დან 10 ლარამდე თხოვენ. 

„ფარდებისთვის, დაბალ კლასებში 10-10 ლარს კრებენ, მაღალკლასელებს 20-20 ლარს სთხოვენ. ასევე, ორ-ორ ლარს აბარებენ მოსწავლეებს ინგლისურენოვანი აბრისთვის. მშობლები ხმამაღლა ვერ საუბრობენ, რადგან ბავშვების დაბულინგების ეშინიათ,“-ამბობს ნინი თვალავაძე.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოსწავლეებისათვის თანხის მოთხოვნა აკრძალულია.

მათივე თქმით, ამ ფაქტით დაინტერესდებიან. 

ავტორი: რუსა ღვანიძე