არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

23:45 09-19-2019
41

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ამ დრომდე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმეში მონაწილეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

პროკურორის, მარიამ გოგორელიანის თქმით, მშობლებისთვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ მასალას უღებდნენ. მისი თქმით, ყველა მშობელს ჰქონდა კომუნიკაცია უშუალოდ ორგანიზატორებთან.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.