კანადის პრემიერ-მინისტრის არაბული ღამეები - რა კომპრომატი გამოუქვეყნეს ჯასტინ ტრიუდოს

12:55 09-19-2019
100

ჟურნალმა Time-მა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გამოცემის ცნობით რასისტული შინაარსის არის. 

ფოტო 2001 წლის გაზაფხულზე იმ კერძო სკოლის წვეულებაზეა გადაღებული, სადაც ტრიუდო ლექციებს კითხულობდა. 

„არაბული ღამეები“ - ამ სახელწოდებით წვეულებას ტრიუდოსთან ერთად მისი მაშინდელი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. 

თავად ჯასტინ ტრიუდოს აცვია კაბა, უკეთია თავსაბურავი და სახე მთლიანად შავი მაკიაჟით აქვს დაფარული. იმ დროს კანადის მომავალი პრემიერი 29 წლის იყო. 

გუშინ ტრიუდოს ადმინისტრაციამ ოფიციუალურად დაადასტურა ფოტოს ავთენტურობა, თავად ჯასტინ ტრიუდომ კი ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას რასისტული მიზნები არ ამოძრავებდა. 

ჯასტინ პიერ ჯეიმზ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 4 ნოემბერს გახდა. იგი გახლავთ კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წლის 14 აპრილიდან. ჯასტინ ტრიუდო არის კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი.