საყვედური მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა

19:00 09-17-2019
261

ქობულეთში, მასწავლებელს, რომელმაც პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა. შემთხვევა, გუშინ, 16 სექტემბერს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოხდა.

აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასწავლებლების გადაწყვეტილება დისციპლინურ გადაცდომაზე ერთსულოვანი იყო. მისი თქმით, მშობლებს სურდათ, ქეთევან ვეკუა კლასის დამრიგებლად დარჩენილიყო.

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს დამრიგებელმა, ქეთავან ვეკუამ ყელსახვევები გაუკეთა. მისი თქმით, გოგონებისთვის წითელი, ბიჭებისთვის კი ლურჯი ყელსახვევი საჩუქარი იყო. ქეთევან ვეკუამ თქვა, რომ ამ ფორმით სურდა საკუთარი მოსწავლეები სხვებისგან გამოერჩია.