„ახალ ბომბს ველოდები მისგან“ - ვის უწოდებს გენიოსს დათუნა სულიკაშვილი?

17:48 09-17-2019
201

Vetements-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან დემნა გვასალიას წასვლის თემას ქართველი დიზაინერი, დათუნა სულიკაშვილი „პრაიმტაიმის“ მეშვეობით ეხმიანება. დათუნა კოლეგას გენიოსს უწოდებს და მის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს. 

დათუნა სულიკაშვილი: - დემნა ჩემთვის გენიოსია. მან საკმაოდ რთულ მომენტსა და ყველაზე მძიმე პერიოდში მოახერხა მოდის რევოლუცია და საშუალო და მდიდარი ფენა გაათანაბრა, რაც დასაფასებელია. ბევრი სიმბოლო და მესიჯი აქვს ყოველ სეზონზე გამოშვებულ სამოსში და ზოგადად - შემოქმედებაში. „ვეტმანსიდან“ მისი წასვლა კარგი გადაწყვეტილებაა, ახალ ბომბს ველოდები მისგან და მჯერა, რომ კიდევ ერთ ახალ სახელს შემატებს მოდის ისტორიას და ეს იქნება დემნა. 

„Demna Gvasalia Daily“-ის ადმინისტრაციული გვერდი გუშინ ავრცელებდა ინფორმაციას: „დიდი სიახლე: - დემნა ტოვებს ვეტმანს! „ვეტმანი დავიწყე, რადგან მოდა მობეზრებული მქონდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა, რაც ჩვენ გამოვჩნდით. „ვეტმანსმა“ ბევრს გაუღო კარი, ასე რომ, ახლა ვგრძნობ, რომ მე ჩემი მისია შევასრულე“.

ავტორი: თამარ გონგაძე