20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი და კიდევ ორი პირი პატიმრობაში დატოვეს

16:08 09-17-2019
108

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი და კიდევ ორი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 17 სექტემბერს გაიმართა. 

დღევანდელ სხდომაზე ოთხი ბრალდებულის საქმე განიხილეს, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძის, რომელიც აგვისტოში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე აქვთ წაყენებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.