NDI - გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია

11:48 09-17-2019
19

NDI-ის კვლევების გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ კმაყოფილია. 13% კი - ძალიან კმაყოფილია. 

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16%, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9%.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.