მთელი ცხოვრებაა, ამაზე ვოცნებობ - რას წერენ დემნა გვასიალის ბოთლის გასახსნელიან ჩექმებზე

11:25 09-17-2019
441

დემნა გვასალიას მიერ დაფუძნებულმა ფრანგულმა ბრენდმა Vetements-მა გამოუშვა ჩექმა, რომელსაც ქუსლზე ბოთლის გასახსნელი აქვს.​ ​ახალი ფეხსაცმლის ფოტო ბრენდის Instagram-ზე გამოქვეყნდა. 

ახალმა მოდელმა ​გამომწერების მოწონება დაიმსახურა. ამერიკელმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მოდელს გენიალური უწოდა.

„ცალ ფეხზე თუ ბოთლის გასახსნელია, მეორეზე სანთებელა უნდა იყოს“, „მთელი ცხოვრებაა, ამაზე ვოცნებობ“, „როგორც იქნა, ვიღაცამ მოდის სამყაროში ღირებული რაღაც შექმნა“, - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.